VIDEO: ავარია თბილისში - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, „ჰუალინგთან“.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

„პრაიმტაიმი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.