„უმოქმედობა მაგიჟებს, იქნებ გტკივა, იტანჯები..“ - ნეაპოლში გაუჩინარებულ სალი ტეტუნაშვილს ისევ ეძებენ

დაიკარგა

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქეს მესამე დღეა ისევ ეძებენ. ბოლო ინფორმაციით, ოჯახი და სამართალდამცველები გაუჩინარებიდან 48 საათის გასვლას ელოდა, რათა გოგონას მოძებნა ლამერების მეშვეობით დაწყებულიყო.

სოციალურ ქსელში სალის და, სოფო ტეტუნაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ორი ღამეა ჩემს თვალს ძილი არ ეკარება, ფიქრისგან ვიშლები, უმოქმედობა მაგიჟებს, იქნებ გტკივა, იტანჯები და ვერაფერს ვაკეთებ შენთვი.( ჩემი და შენი, ჩვენი ცხოვრება არ დაანგრიო იცოდე სალომე!  ჩემო ნაწილო“, - წერს გოგონა.