ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

ნიკა ბასილაშვილი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:
ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი ,კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა, შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში .

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!მე პარალელულური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ - წერს ბასილაშვილი. 

 

ამავე თემაზე - ნეკა დოროყაშვილის სკანდალური სატელეფონო საუბარი ბასილაშვილთან