„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
ცოტა ხნის წინ, უმძიმესი ავარია მოხდა ახმეტაში, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორნი, ძმები არიან. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ წუთებში, კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს.
ავტოსაგზაო შემთხვევა, ალვანი- ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ექიმების განმარტებით, ორი დაშავებული მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გააგრძელებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.