თუშეთში, ომალოს თემში შემავალ სოფელ ქუმელაურთის მთებში ხანძარია. ერთ-ერთი ადგილობრივის, სოსო ბაბულაიძის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნას მოჰყვა.

„გუშინ საღამოს, ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო. მეხი ჩამოვარდა. დილით დავინახე ძლიერი დაკვამლიანება. დავუკავშირდი შესაბამის სამსახურს და მითხრეს, რომ ინფორმაცია უკვე ჰქონდათ. როგორც მე ვიცი, ადგილზე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. დროულად უნდა ჩაქრობა, რომ დიდ ფართობზე არ გავრცელდეს“  - განაცხადა ბაბულიაძემ.

რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ამ დროისათვის, უცნობია. რამდენიმე დღეა, კახეთში ხანძრის აქტიური კერებია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა და ადგილობრივები ხანძრის ჩაქრობას მეხუთე დღეა, ცდილობენ.