„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
აშშ-ში მდებარე თურქეთის საელჩოში უცნობი მამაკაცი მივიდა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა, - ამის შესახებ CNN-ი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
შარიფის თქმით, უცნობი პირი პაკისტანის მოქალაქე იყო.
„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი „ტვიტერზე“.
თურქეთის ერთ-ერთმა სახელმწიფო მედიამ, Anadolu Agency-მ ინფორმაცია დაადასტურა.