პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„კურიერის“ გადამღები ჯგუფი, წითელ ზონაში, უბედური შემთხვევის დღეს გაემგზავრა. ფრენების გადადების გამო, ჩვენს ჯგუფს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წასვლა ავტომობილით მოუწია.
გზა, რომელიც ბექა პატურაშვილმა, ლევან მელიქიძემ და დავით გვენეტაძემ გაიარეს, მარტივი არ ყოფილა. კიდევ უფრო მძიმე იყო ის სურათი, რაც "კურიერის" გადამღებ ჯგუფს თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში დახვდა. პირველი გადარჩენილი, რომელიც ჩვენი გადამღები ჯგუფის თვალწინ ამოიყვანეს, ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე დანარჩენებს იმედს აძლევს, რომ მათ ოჯახის წევრებსაც დაეხმარებიან, ამიტომ ნანგრევებს თვალს არავინ აშორებს.
იმ შენობების 100%, რაც ნგრევას გადაურჩა, დაზიანებულია. უმეტესობა, დიდი ალბათობით საცხოვრებლად აღარ გამოდგება.