საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში 150-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება.
ინფორმაცია “კურიერს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დაუდასტურა.
მაშველები მათთვის საკვებით და სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ.
მინისტრის თქმით, ამ ადამიანების სტიქიის ზონიდან გამოყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდება. ამ დროისთვის კონტაქტი არ მყარდება 50 ადამიანთან, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ მათი ნაწილი იმ 150 ადამიანს შორის იყოს, რომლებიც ახლა მაშველებთან ერთად უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფება.