1740372372
„ვისაც არ გაქვთ თავშესაფარი, ჩვენი ოჯახი მიგიღებთ, უსასყიდლოდ“ - რას წერენ რაჭის ჯგუფში

სტიქიის ზონიდან გამოსულებს, ვისაც არ გაქვთ თავშესაფარი, ჩვენი ოჯახი მიგიღებთ, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ, - ამ ინფორმაციას რაჭის ჯგუფში დაჯი მეტრეველი ავრცელებს.
„თუ ვინმეს ღამის გასათევი არ გაქვთ შეგიძლიათ მოხვიდეთ, უსასყიდლოდ რა თქმა უნდა“,- წერს ვაკა ბიჭაშვილი.
რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
სტიქიის ზონაში ახალგაზრდა კაცი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს, ერთ ერთი ადგილობრივი ასევე, ნათესავებს. დაკარგულად ითვლება 10-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
ამავე თემაზე: