1730404235
წყალდიდობას „ვალენსიის“ ყოფილი ფეხბურთელი ემსხვერპლა
ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად, "ვალენსიის" 28 წლის ყოფილი ფეხბურთელი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სტიქიის შედეგად, ესპანელში 158 ადამიანია დაღუპული. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ქვეყნის არმია. საგანგებო სიტუაციების ბრიგადები, ვალენსიის ყველაზე დაზარალებულ რაიონებში მდებარე სახლების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.
ვალენსიაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სტიქიამ დაანგრია სახლები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები და მანქანები, გაანადგურა გზები და რკინიგზა.
რისკის ზონაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეებიც. საქართველოს საელჩომ მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა.