ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან რობერტ ფიცოსთან პეკინში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ქვეყნებმა ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზე აიყვანეს. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ჩინეთსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიყვანოთ, რაც ორივე ქვეყნის მომავალი განვითარების მოთხოვნებს პასუხობს და ორმხრივ თანამშრომლობას ძლიერ იმპულსს შესძენს“, - ციტირებს მედია სი ძინპინს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა მზადაა სლოვაკეთთან ერთად გაწიოს ძალისხმევა, რათა ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავი გახსნას და ახალ დონეზე აიყვანოს.