„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
ეუთო/ოდირმა არ დატოვა არც ერთი მილიმეტრი სივრცე ინტერპრეტირებისთვის თავის დასკვნაში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, როგორც შუალედურ ასევე შემაჯამებელ დასკვნაში ეუთო/ოდირს არსად არ უთქვამს, რომ არჩევნები გაყალბდა ან დაფიქსირდა ისეთი ფაქტი, რომელიც არჩევნების შედეგებს რაიმე სახის ზიანს მიაყენებდა.
„იქ იყო საუბარი და პრესკონფერენციაზე ეს ცალსახად გამოიხატა, რომ არჩევნები შედგა, რომ ქვეყანას ჰყავს ახალი არჩეული პარლამენტი, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური დასკვნაც, ბრიფინგით აცნობა შემაჯამებელი დასკვნაც და ვერსად ვერ ამოიკითხავთ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა ან შეიძლება მომხდარიყო ისეთი რაიმე ფაქტი, რომელიც ასეთ რადიკალურ ზიანს მიაყენებდა არჩევნების შედეგს. ასეთი რამ იქ არ წერია.
ოპოზიციას სჭირს ასეთი მანკიერი სენი, რომ ნებისმიერი მოვლენიდან, დოკუმენტიდან, განცხადებიდან მას, რაც სურს მხოლოდ ის უნდა, რომ ამოიკითხოს დანარჩენზე თვალი დახუჭოს, მოატყუოს ან დაუმალოს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებულ კონკრეტულ დარღვევებს პროკურატურა იძიებს და მასზე თვალს არავინ ხუჭავს. დავით მათიკაშვილის განცხადებით, ასეთი დარღვევა ძალიან მცირე იყო და ერთიან შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.