ცნობილია, ვინ არის კახეთში ძმის მიერ მოკლული ქალი

meri

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძმის მიერ მოკლული ქალი მერი ალადაშვილია.

შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული 35 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მამაკაცს, ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, თელავის რაიონულ სასამართლოში, კანონით გათვალისწინებულ ვადაში ჩატარდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს, 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.