„გოგო მანქანიდან შველას ითხოვდაო... არცერთი ნეკნი მთელი აღარ ჰქონია“- რას ჰყვებიან სიღნაღში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

პოლიცია

35 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, ნახევარძმამ, წუხელ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანისა და ტიბაანის დამაკავშირებელ გზაზე მოკლა.

სოფელში ჰყვებიან, რომ შემთხვევის ადგილზე, ქალის მეორე ნახევარძმაც იმყოფებოდა, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტიდან არის.

„ასე თქვეს, საქეიფოდ იყვნენ და ის ბიჭი ნასვამი იყოვო. მეორე ძმაც იქ ყოფილა. თითქოს ვიღაცაზე უეჭვიანია და გზაში უჩხუბიათ, გოგო მანქანიდან შველას ითხოვდაო. საწყალი საქობოდან არის, მგონი ქმარიც არ ჰყავს, გაცილებულია.... რა ვიცი, უპატრონოდ ჩაიგდო ხელში, თუ, სიმთვრალისგან ვეღარ გაიგო,რას აკეთებდა.  კი მოუკლავს ქალი“,- ამბობენ სოფელში.

პოლიციამ , სავარაუდო დამნაშავე, 35 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მამაკაცს, ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, თელავის რაიონულ სასამართლოში, კანონით გათვალისწინებულ ვადაში ჩატარდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს, 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

👉 წლების წინ დატრიალებული ტრაგედია ხახუბიას ოჯახში, რომელმაც საქართველო შეძრა - „შვილის დაღუპვის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა“

👉 „ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც, ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო“ - ირაკლი ხახუბიას მეგობარი