ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცის ვინაობა

ლენტი

უბედური შემთხვევა მოხდა დღეს სამტრედიაში. ქალაქის ტერიტორიაზე, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსის შენობის სახურავიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი 44 წლის ლაშა ნადირაძეა. ის ქარისგან დაზიანებული სახურავის აღდგენაზე მუშაობდა, რა დროსაც მან თავი ვერ შეიკავა და სახურავიდან გადმოვარდა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გარდაცვალება დაადასტურა.