ევროპა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

 გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. სამშვიდობო კონსულტაციები კი უკრაინის, რუსეთის, ევროპისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით, მრჩეველთა დონეზე, უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს.

NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა მოლაპარაკებებში ევროპის სრულფასოვანი ჩართულობა მოითხოვა და აღნიშნა, რომ შეხვედრის შესაძლო ადგილად ნეიტრალური ტერიტორია, კერძოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილება.

"ევროპა, რა თქმა უნდა, მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, სამშვიდობო მოლაპარაკებები მრჩევლების დონეზე უახლოეს მომავალში გაიმართება. ოთხმხრივ ფორმატში მონაწილეობას უკრაინის, რუსეთის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მიიღებენ", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

✕