ცნობილია ლანჩხუთში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულის ვინაობა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ლენტა

ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის თორნიკე სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა.

„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა. ავტობუსი დაეჯახა და მიატოვა“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის თანასოფლელი.

მისივე თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

წყარო:GURIA NEWS