„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
ბათუმში, 15 წლის ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის გაუჩინარებიდან 3 თვე გავიდა.
ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს მიმართავს.
„რა ძალა გაქვს ასეთი, რომ მეც მაძლიერებ, დეე... ჩემო სუნთქვა, 90 დღე გავიდა მოლოდინის და მე არასდროს დავყრი ფარ-ხმალს...
გელოდები, ჩემო ღვთის მოულოდნელო საჩუქარო, ჩემო სიამაყე, ჩემო ძალა და ყველა ფეროო“, - წერს ალექსანდრეს დედა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.