„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განაცხებით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში, ნარკოკარტელების წინააღმდეგ საბრძოლველად გადაისროლოს.
მისი განმარტებით, ვაშინგტონი ნარკოკარტელების წინააღმდეგ კამპანიასთან დაკავშირებით თავის სამხედრო კონტინგენტს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში აფართოებს და ასევე თანამშრომლობს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ეკვადორის, ჰონდურასის, გვატემალასა და პანამის მთავრობებთან.
ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ევროპელი მოკავშირეები უფრო აქტიურ როლს შეასრულებენ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მედიის ცნობით, პენტაგონი ამჟამად ევროპაში აშშ-ის სამხედროების განლაგების მიმოხილვას ატარებს, რომლის დასრულებაც, სავარაუდოდ, დეკემბერში იგეგმება.
გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, სექტემბერში NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს შეეძლო ევროპიდან თავისი სამხედრო კონტინგენტის თითქმის მესამედის გაყვანა, რაც 25 000-ზე მეტ ამერიკელ ჯარისკაცს წარმოადგენს. არხმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ასეთ მასშტაბურ ზომებს განიხილავს ნატოს მოკავშირეების გაფრთხილებების მიუხედავად, რომელიც ევროპაში რუსული აგრესიის მზარდ საფრთხეს ეხება.