ტრაგედია სენაკში - ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

შემხვევა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.

ცეცხლი ე.წ.“ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა.

მამაკაცმა, რომელიც აღნიშნულ შენობაში დარაჯად მუშაობდა, შენობიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.