ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერთი დრონი ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე - შაქარაბადის სოფელში მდებარე სკოლის შენობის მახლობლად.
„მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რის შედეგადაც აეროპორტის შენობა დაზიანდა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას. მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში განმარტოს საკითხი, მოგვაწოდოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.