თელავში, 24 წლის ბიჭს ეძებენ

ალექსანდრე ჩერნოვი

მეორე დღეა, თელავში 24 წლის ალექსანდრე ჩერნოვს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან გუშინ გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გაუჩინარების სხვა შემთხვევაც იყო.

ერთ-ერთი ვერსიით, ალექსანდრე ჩერნოვი თბილისისკენ მიმავალი ნახეს, თუმცა, სხვა დეტალები, ამ დროისათვის, უცნობია.

ოჯახი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მოპოვებას ცდილობს და მომხდარის შესახებ პოლიციასაც უკვე აცნობა.