შალვა პაპუაშვილი ცესკოში წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრების შესახებ ინფორმაციას წარადგენს

შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცესკოში წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრების შესახებ ინფორმაციას წარადგენს.

„ხშირად გსმენიათ ბოლო პერიოდის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აპელირება, თითქოს ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ მხრივ იყო პოზიტიური შეფასებები, გახშირდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მცდელობა, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური იმისთვის, რომ შეიქმნას აღმა, თითქოს საქმე გვაქვს ამ ტიპის მნიშვნელოვან დარღვევებთან”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.