თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

სახანძრო

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი კორპუსის მე-12 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

✕