1760559559
თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.