„ოპიუმის“ ყიდვას ყალბი ოქროს მონეტებით აპირებდა - „დედ ხასანის“ განაჩენი საჯაროდ პირველად გამოქვეყნდა!

დედ ხასანი

პირველად საჯაროდ გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1984 წლის 3 აგვისტოს განაჩენი ა.რ. უსოიანის, იგივე „დედ ხასანის“, მიმართ.

„კრიმინალურ ავტორიტეტს“ თაღლითობისა და ნარკოტიკების ბრალდებით 15 წელი მიუსაჯეს.

სასამართლოს განაჩენიდან ვკითხულობთ:

„1980 წლის ნოემბერში ა.რ. უსოიანი შეხვდა დღევანდელ მსჯავრდებულ ვლადიმერ დიმიტრიევიჩ კიმს ტალდიკორგანიდან, ყაზახეთის სსრ, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, და ჰკითხა, შეეძლო თუ არა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ მოპოვება, რომლის გადახდასაც უსოიანი ყალბი ოქროს მონეტებით აპირებდა, ასევე დაჰპირდა ოპიუმის გაყიდვიდან მიღებული მოგების გაზიარებას.“