ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, გამომცდელს დანით დაემუქრა

პოლიციის ლენტი

ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე 6-ჯერ ჩაჭრილი მოქალაქე, შსს მომსახურების ცენტრის თანამშრომელს დანით ემუქრებოდა.

გამოცდაზე გასული მოქალაქე სვანეთიდან იყო. მორიგი ჩაჭრის შემდეგ, მოქალაქე საგამოცდო მანქანიდან არ ჩადიოდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 151-ე მუხლით და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.