თბილისში, კორპუსის მეათე სართულიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციის ლენტი

თბილისში, კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამი ბავშვს დაეცა. დაშავებული მცირეწლოვანი მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.