სტიქიას შოვში მსხვერპლი მოჰყვა

მეწყერი შოვში

კურორტ შოვში დღეს განვითარებულ სტიქიურ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა.

მაშველებმა სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს ორი ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს.

ცხედრებს მაშველებმა, მიწის მასაში, სასტუმროს მიმდებარედ მიაგნეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან ეს ადამიანები, ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება "სანსეტ შოვთან" მეწყერის ჩამოწოლის კადრები

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

VIDEO: რა ვითარებაა შოვში - კადრები და ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

„ცოდვის ტირილია გალში... განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული ნათია“ - მკვლელობის ახალი დეტალები