პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დეპუტატი გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს იხდის და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს.
„მინდა მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს. მცირეწლოვანი ბავშვის ასე ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტზე ჩვენ ყველა მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს აზრი ახლა იმის ახსნას, თუ რა კონტექსტით გავაკეთე მე ეს განცხადება, დილით რომელიც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია, არა თუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ბუნებრივია, ჩემთვისაც ამ კონტექსტში, ის განცხადება რაც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი და გულწრფელად, ახლა არ მგონია, ოჯახს იქით ვინმე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე, ვინაიდან სრულიად გაუთვითცნობიერებლად, სულ სხვა კონტექსტში, ასე იყო კითხვაც დასმული, იქნა ჩემს მიერ გაცემული პასუხი, რაზეც სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით და გახსნილ შადრევანთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე რა ინფორმაცია მქონდა თუ არ მქონდა, თავად ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ განცხადებაში და კიდევ ერთხელ, პირველ რიგში ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი და სრულიად თანამოზიარე ვარ ამ დიდი ტრაგედიის“,- ამბობს ამილახვარი.
დეპუტატმა პირველი შეფასება იმ დროს გააკეთა, როდესაც ფატალური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ იყო. ამილახვარი ამბობს, რომ მის მიერ კითხვის პასუხად გაკეთებული შეფასება მიუღებელია.
დეპუტატის თქმით, აზრი არ აქვს ახსნას თუ რა კონტექსტში გააკეთა განცხადება.
„ის განცხადება რა კონტექსტშიც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი ჩემთვისაც. კითხვაც ასე იყო დასმული და გაუცნობიერებელი პასუხი გავეციო“, - ამბობს დეპუტატი.
ცნობისთვის, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს მეთვალყურე უნდა ჰყავდეს, რათა იმ ადგილზე არ მივიდეს, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.