სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი ბავშვი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით სოფელ მაღლაკში მოხდა.
ავტომობილში მყოფი ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა მსუბუქია, მეორეს კი ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა.
თვითმხილველის თქმით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
გარდაცვლილები ერთმანეთის რძალ-მული იყვნენ. ერთ მათგან სამი ხოლო მეორეს 5 შვილი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.