პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთთან საომარ მოქმედებებს კიდევ ერთი უკრაინელი სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინის კრივის ფედერაციის ინფორმაციით, გუშინ, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ახალგაზრდა მოკრივე, ოლეგ პრუდკი დაიღუპა. უკრაინული მხარე გარდაცვალების ზუსტ დროს და გარემოებებს ჯერჯერობით, არ ასაჯაროებს.
„სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ ოლეგ პრუდკი, საერთაშორისო კლასის ოსტატი, უკრაინის ჩემპიონი რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში დაიღუპა. უკრაინის კრივის ფედერაცია სამძიმარს უცხადებს მოკრივის ოჯახს! მარადიული ხსოვნა შენ, ოლეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოლეგ პრუდკი 60 კგ წონით კატეგორიაში იბრძოდა და არაერთხელ გახდა უკრაინის ჩემპიონი. ახალგაზრდა მოკრივე საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებულ სპორტსმენად ითვლებოდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთთან ომს 45 სპორტსმენის სიცოცხლე ემსხვერპლა.