პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 238 ბავშვი დაიღუპა, 433-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში - 149, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 104, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 50, ხერსონის ოლქში - 49, ნიკოლაევის ოლქში - 45, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 173 მთლიანად განადგურებულია.