,,საშინელება იყო, მთა დაიძრა... ძლივს გამოვასწარით..." - რას ჰყვებიან მეწყერს გადარჩენილი ადამიანები

შოვი

შოვში, სტიქიის ზონაში, ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ახლობლები ვერ უკავშირდებიან. 

ადამიანები კი, რომლებმაც მეწყერს თავი დააღწიეს, მძიმე დღის დეტალებზე ჰყვებიან.

,,უცებ, საშინელი ხმა იყო. წამიერად მოხდა ყველაფერი. ყველაფერი წაიღო მიწამ, მანქანები... კოტეჯები", - ამბობს ახალგაზრდა, რომელიც შოვში, სასტუმროში ისვენებდა.

,,საშინელება იყო, მთელი მთა დაიძრა. ჩვენ ვიყავით სასტუმროში, ზუსტად, ჩვენი სასტუმროს უკანა მხარე ჩაფლულია ტალახში. ძლივს გამოვასწარით, მოვრბოდი და მომყვებოდა მეწყერი, ახალგაზრდა ბიჭები, ყველანი გვეხმარებოდნენ და გადავრჩით", - ამბობს მეწყერს გადარჩენილი მოქალაქე.

ცნობისთვის, შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება "სანსეტ შოვთან" მეწყერის ჩამოწოლის კადრები

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

„ცოდვის ტირილია გალში... განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული ნათია“ - მკვლელობის ახალი დეტალები