მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, ძალიან გთხოვთ რამე ქენით - შოვში ოჯახის წევრებს ისევ ეძებენ

შოვში ოჯახის წევრებს ისევ ეძებენ

რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

სტიქიის ზონაში ახალგაზრდა კაცი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს, რომლებიც შოვის კოტეჯებში იმყოფებოდნენ. კაცი ამბობს, რომ ოჯახს ბოლოს დღის 12-1 საათისკენ ეკონტაქტა, მას შემდეგ კი ვეღარ უკავშირდება:

„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი რა სიტუაციაა და როგორ არიან. ხალხო, ძალიან გთხოვთ, რამე ქენით“,- ამბობს ის.

ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. 

ასევე ნახეთ:

,,ყველა მხრიდან მეწყერი მოდიოდა... ძლივს გადავრჩით, ორჯერ წამიღო..." - რას ჰყვება, შოვში, სტიქიის ზონაში მოყოლილი ახალგაზრდა