სამტრედიაში, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა - არის მსხვერპლი

პოლიცია ლენტა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ახალსოფელთან სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.