1746733863
სამტრედიაში ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ - არიან დაშავებულები

სამტრედიაში ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 ადამიანი, სხვადასხვა სახის ტრავმებით, სამტრედიის „ჯეოჰოსპიტალისა“ და აბაშის „ევექსის“ კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
ასევე ნახეთ:
ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეფერხებაა
როგორ მოვიქცეთ, რომ ბარაქის ხემ ოჯახში მართლა ფული მოგვიტანოს