1737285948
VIDEO: რამდენი იქნება ჯარიმა, თუ ზამთრის საბურავებით არ გადავადგილდებით იმ ზონებში, სადაც ეს სავალდებულოა
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ზამთრის პერიოდში - პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას, სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი უნდა იყოს ზამთრის საბურავებით.
ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, აიკრძალება არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.
ანონპროექტით გათვალისწინებულ სანქციებს, ის ითვალისწინებს როგორც ფულად - 100 ლარიან ჯარიმას, ისე, მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლებას.
ხოლო საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.
ასევე ნახეთ: