როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილი

 9 მაისს ქუთაისში დღისით +32 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +32, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზე იქნება. +27 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა, დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზე იქნება, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.