სამაშველო სამსახურებმა შეძლეს იმ ლოკაციების გადალახვა, რაც აქამდე ვერ ხერხდებოდა - ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება

მეწყერი რაჭაში

ამ დროისთვის, ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან ასეთია: სამაშველო სამსახურმა შეძლო იმ ლოკაციების გადალახვა, რაც აქამდე ვერ ხერხდებოდა. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დასახულია ხვალინდელი სამოქმედო გეგმაც.

დილიდან თავდაცვის სამინისტროს კიდევ 200 სამხედრო, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩაერთვება სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში. შედეგად, გაფართოვდება ძებნა-შველის ღონისძიებები. დაკარგულთა ოჯახის წევრებს კი, სტიქიის ზონაში შეიყვანენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დაკარგულთა ოჯახის წევრების სტიქიის ზონაში შეყვანა ხვალ მოხდება.

„ამ დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დღეს, პროზექტურაში 11 ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა. გარდა ამისა, დღეს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა სტიქიის ზონაში. გავაცანით არსებული მდგომარეობა, დაიგეგმა მომავალი სამოქმედო გეგმა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ხვალ დილიდან თავდაცვის სამინისტროს 200 თანამშრომელი მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩაერთვება სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში, გარდა ამისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკის საშუალებით, მოხერხდა ლოკაციების გადალახვა, რომელიც აქამდე ვერ ხერხდებოდა. ხვალ დილიდან უფრო ფართო მასშტაბებით, დავიწყებთ ძებნა-შველის ღონისძიებებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ასევე ნახეთ:

ტრაგედია შოვში - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

დაკარგულების ვინაობა - ვის ეძებენ სტიქიის ზონაში

უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე

,,ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები... მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი..." - სულის შემძვრელი პოსტი შოვში დაკარგულებზე