"საკუთარ ბინაში ჩაცხრილა..." - ვარკეთილში მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის დეტალები

პოლიციის ლენტი

ვარკეთილში, სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მიზეზად მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები ერთ-ერთ ბინაში მეზობელმა ჩაცხრილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.