საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ლენტა

საგარეჯოში 29 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მიაკვლია, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა.

ახლობლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა კაცის გარდაცვალება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.