1741293501
რუსთავში ქალს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს იმ დროს შეეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, 50 წლამდე ქალს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.