დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გურჯაანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია,- ამის შესახებ პრაიმტაიმს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის დირექტორმა, გიორგი შათირიშვილმა განუცხადა.
„ბავშვის მდგომარეობა ამჟამად, სტაბილურია. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ მაინც მძიმე განვითარებას ამ ეტაპზე არ ველოდებით. პაციენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავახმოვანებ“,- განაცხადა შათირიშვილმა.
7 წლის ბიჭი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში წუხელ მოათავსეს. მრავლობითი დაზიანებები მან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო, რასაც მისი მშობლები და 4 წლის ძმა შეეწირნენ.
ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა. ოჯახი სოფელ ჩუმლაყიდან ახაშენში, საკუთარ სსახლში ბრუნდებოდა, როცა ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
სამი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბიჭი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ:
კესო ბერუაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
VIDEO: „გაიღიმე, ცხოვრება მიდის...“ - ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულის ახალი ვიდეო ვრცელდება
„ყველა დედას ჰყოლოდეს შენისთანა შვილი...“ - გივიკო დიდიას ოჯახურ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ვინ არის ავარიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის სამი წევრი - გადარჩა მეორე შვილი, რომელიც 7 წლისაა
VIDEO: პირველი კადრები ადგილიდან - თბილისში, რკინიგზის ლიანდაგზე კლდე ჩამოიშალა