1728933551
ვინ არის ავარიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის სამი წევრი - გადარჩა მეორე შვილი, რომელიც 7 წლისაა
ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის 4 წლის ბიჭი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანში. შემთხვევა წუხელ, სოფელ ახაშნის ტრასაზე მოხდა.
გარდაცვლილები არიან ზურაბ ჭამიაშვილი, მისი მეუღლე ნათია გოლუბიანი დ ვაჟი, გაბრიელი.
სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო, ვერცერთის გადარჩენა მოხერხდა.
გადარჩა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 7 წლისაა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „გაიღიმე, ცხოვრება მიდის...“ - ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულის ახალი ვიდეო ვრცელდება
VIDEO: პირველი კადრები ადგილიდან - თბილისში, რკინიგზის ლიანდაგზე კლდე ჩამოიშალა
შემზარავი ავარია - დაღუპულია დედა, მამა და მცირეწლოვანი შვილი