„ყველა დედას ჰყოლოდეს შენისთანა შვილი...“ - გივიკო დიდიას ოჯახურ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

გივიკო დიდიას ოჯახი

გურული ბლოგერის, გივიკო დიდიას ძმისშვილი, დაჩი გაქრისტიანდა. ოჯახმა ფოტოები სოციალურ ქსელში მოაქვეყნა და უამრავი მილოცვა მიიღო. გივიკომ დედის ფოტოებს ემოციური წარწერა გაუკეთა:

ძალიან მიყვარხარ დედა. შენი წყალობით არასდროს არაფერი მაკლდა. ამისთვის ხშირად შემიძლია გითხრა მადლობა და მოგეფერო. თუნდაც საჯაროდ, მე ხომ არასდროს ვერიდები გრძნობების გამოხატვას. ირმაკო, შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ - უბრალო, გულიანი, კეთილი, კარგი დედა, მეუღლე, რძალი, მეზობელი და მეგობარი.

ყველაზე მეტად რაც შენში მიყვარს, ის არის, რომ სხვისთვის ლუკმის განაწილება არ გენანება. პირიქით, ხშირად შორიდან გაკვირდები მაგ დროს რა ბედნიერი ხარ. განსაკუთრებით მარტო დარჩენილი მოხუცებისთვის.

მადლობა დედა. მადლობა რომ ასეთი კარგი და სამართლიანი გოგო ხარ

„გაიხარეთ და გამრავლდით. შენ ისეთი კარგი ადამიანი ხარ, უსიტყოდაც გეტყობა როგორი დედის გაზრდილი ხარ.
დაგილოცავ საყვარელ ოჯახს“

„ისეთი კარგი შვილი ხართ გივიკო უდავოა რომ საუკეთესო დედის აღზრდილი ხართ, უფალმა დალოცოს თქვენი დედა შვილობა“

„კარგი და წარმატებები ადამიანის უკან ყოველთვის კარგი მშობლები დგანან. დღეგრძელი და ბედნიერი იყოს თქვენი დედიკო, თქვენთან ერთად“

„გაიხარე გივიკო დედის დაფასებისთვის.კარგი რომ ხარ კარგი დედის დამსახურებაა“

„შენ ძალიან კარგი შვილი ხარ, გივიკო, ყველა დედას ყოლოდეს შენისთანა შვილი

ნახეთ ფოტოები ⇓

 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ვინცხას ძაან დაჭერილი ვყავარ... სუსტი გოგოა, მაღალკისრიანი...“ - ნახეთ გივიკო დიდიას ოჯახის წევრების რეაქცია

VIDEO: „მთელი ჩვენი ერთად ყოფნის დროს, გღალატობდი“ - ვის მიმართავს გია სურამელაშვილი

როგორ ულოცავს მეგი გოგიტიძე მეუღლეს დაბადების დღეს

დაკავებულია თურქი კაცი, რომელმაც დაშორების შემდეგ, ქართველი გოგოს შიშველი ფოტოები მის ახლობლებს გაუგზავნა