1728312638
„საშინელება ტრიალებდა საავადმყოფოს ეზოში“ - გურჯაანში დიდი ტრაგედია დატრიალდა
გურჯაანის მუნიციპალტეტის სოფელ ახაშნის ტრასაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დედა, მამა და მათი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან ნათია, ზურაბ და გაბრიელ ჭამიაშვილები.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი სოფელ ჩუმლაყიდან სახლში ბრუნდებოდა.
„როგორ აღგიწეროთ, რა ხდება აქ. დაღუპულია 27 წლისაა ნათია, 33 წლის ზურა და 4 წლის გაბრიელი. გადარჩა მხოლოდ უფროსი შვილი, 7 წლის. ამ ტრაგედიის ენით გადმოცემა შეუძლებელია. შეძრულია მთელი სოფელი"- ამბობს ახლობელი.
„შეუძლებელი იყო ოჯახის სიმწრის ყურება, საშინელება ტრიალებდა გურჯაანის საავადმყოფოს ეზოში“,- ამბობს ადგილობრივი.
შემთხვევა გურჯაანში წუხელ მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ხეს შეეჯახა.
ასევე ნახეთ:
შემზარავი ავარია - დაღუპულია დედა, მამა და მცირეწლოვანი შვილი
ვინ არის ავარიის შედეგად დაღუპული ერთი ოჯახის სამი წევრი - გადარჩა მეორე შვილი, რომელიც 7 წლისაა
VIDEO: „გაიღიმე, ცხოვრება მიდის...“ - ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულის ახალი ვიდეო ვრცელდება
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ახალი კურსი
1728325350