პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზესტაფონის რაიონში მეზობელმა მეზობელი მოკლა - დაკავებულია ერთი პირი, მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. კონფლიქტი კამათით დაიწყო, რაც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულმა მოკლულს სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილი ნოდარ მუმლაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 23 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოკლულია 23 წლის ლევან მუმლაძე, რომელიც საკუთარმა ნათესავმა სანადირო თოფით მოკლა. ადგილობრივების თქმით, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი - უცნობია. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს და დაკავებულს ამ დრომდე რაიმე დაპირისპირება არ ჰქონიათ, პირიქით, ისინი კარგ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
"მეზობლები არიან, ბიძაშვილები არიან. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, არავინ არაფერი იცის. არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, პირიქით, ძალიან ამხანაგურად იყვნენ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის დღეს, სავარაუდოდ, ორივე პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჯერ ისმოდა სიტყვიერი დაპირისპირების ხმა, შემდეგ კი გასროლა, ადგილზე მისვლის შემდგომ კი ნახეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი იყო და შველას ითხოვდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაჭრილი მამაკაცი კი კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც ექიმები აცხადებენ, მდგომარეობა იყო მძიმე, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება დაკავებულს, ის ადგილობრივი კახაბერ მუმლაძეა, მას შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.