,,ქვაზე ფეხი დაუცურდა და თავი დაარტყა...“ - მდინარეში 21 წლის ბიჭი დაიღუპა

policiis lenti

21 წლის ახალგაზრდა მდინარეში დაიხრჩო.

სამწუხარო ინფორმაცია ნ.გ -ს გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას მდინარეში ქვაზე ფეხი დაუცურდა და თავი დაარტყა.

,,გასკდა გული. ნეტა არ შევსწრებოდი, ნეტა არ დამენახა. ახლაც არ მშორდება გამწარებული დედის და მამის სახეები. ასე არ უნდა ხდებოდეს.  რა სასტიკია ბედისწერა.

ღმერთო რა საშინელებაა...რა იქნება ერთადერთი შვილი არ წაართვას მშობლებს...ვიზიარებ მწუხარებას...ნათელში ამყოფოს უფალმა...“, - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.