ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და ყვლასთვის უძვირფასესი მეგობარი - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეპუტატ ირაკლი ხახუბია გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული!“,- წერს ირაკლი კობახიძე. 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს. მისი ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.